საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოზიცია შესაძლოა, მომავალ კვირას გახდეს ცნობილი
საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოზიცია შესაძლოა, მომავალ კვირას გახდეს ცნობილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოზიცია შესაძლოა, მომავალ კვირას გახდეს ცნობილი.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, გუნდის პოზიცია ყველასთვის ცნობილია, „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება.

„რა პოზიციას დაიჭერს „ქართული ოცნება“ ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით, ამაზე გუნდს ექნება თავისი პოზიცია, რომელიც შესაძლოა, მომავალ კვირას გახდეს ცნობილი”, – განაცხადა ლევან იზორიამ.