ლევან იზორია - ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს
ლევან იზორია - ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს

ჩვენ გვაქვს ინტენსიური თანამშრომლობა ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ეტაპობრივად უფრო ძლიერდება, საქართველო ამ მხარდაჭერისა და ინტენსიური მუშაობის შედეგად რეგიონში უფრო უსაფრთხო და ნატო-სთვის უფრო სანდრო პარტნიორი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავებას მაღალი დონის ვიზიტებიც ადასტურებს.

„ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერა, პრაქტიკულ მხარდაჭერასაც გულისხმობს და წელს ვიწყებთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას. ეს ადეკვატურია ნატო-ს სტრატეგიულ ამოცანასთან, კერძოდ განახლებულ შეკავების პოლიტიკასთან. შეკავების პოლიტიკის მთავარი ღერძი გახლავთ, რომ თავდაცვითი მზადყოფნა გაიზარდოს, მათ შორის ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოსი, როგორც ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორი ქვეყნის. წელს ამ მიზნით ვიწყებთ უკვე ტერიტორიული თავდაცვის ამოცანიდან გამომდინარე წვრთნებს, რომლებიც სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და რომელიც ასევე ამერიკული ფინანსური დახმარებით ითვალისწინებს ჩვენი ბატალიონების ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვას”, – განაცხადა ლევან იზორიამ.