ლევან იზორია - ნატო-ს გადაწყვეტილებები მონტენეგროსთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიმართებით გვაძლევს მტკიცე საფუძველს, რომ საქართველოსთვის მისი კარი არის ღია
ნატო-ს გადაწყვეტილებები მონტენეგროსთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიმართებით გვაძლევს მტკიცე საფუძველს, რომ საქართველოსთვის მისი კარი არის ღია, – ამის შესახებ საქართველს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მიუნხენში განაცხადა, სადაც უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.
„საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი სამაგალითო და სანდო პარტნიორი. ის ღია კარის პოლიტიკა, რომელიც მრავალგზის გაცხადდა საქართველოსთან მიმართებით, არის ურყევი. იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რომლებიც ბოლო დროს მიიღო ნატო-მ მონტენეგროსთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიმართებით, ეს დინამიკა და მზაობა გვაძლევს მტკიცე საფუძველს, რომ საქართველოსთვის კარი არის ღია და ახალი მიდგომა, რომელიც აისახა სტრატეგიული მზადყოფნის კონცეფციაში და რაც ნიშნავს ჩვენს ყოველდღიურ მზადყოფნას ნატო-ში გაწევრიანებისთვის იქნება აბსოლუტურად რეალისტური“, – განაცხადა ლევან იზორიამ.