ლევან იზორია - ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობას
ლევან იზორია - ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი ვაკის მე-2 ოლქის, მე-2 საარჩევნო უბანზე უკვე გააკეთა.

ლევან იზორიას განცხადებით, ხმა სტაბილური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობას, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების პირობების გაუმჯობესებას მისცა.

„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობას, განსაკუთრებით შეიარაღებულ ძალებში რეფორმების გაგრძელებას, რამაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს, – განაცხადა ლევან იზორიამ.