ლევან იზორია - ხმა მივეცი კანდიდატს, რომელთან ერთადაც ნატო-ს უფრო დავუახლოვდებით
ლევან იზორია - ხმა მივეცი კანდიდატს, რომელთან ერთადაც ნატო-ს უფრო დავუახლოვდებით

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი ვაკის მეორე ოლქის, მეორე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ლევან იზორიას განცხადებით, ხმა ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების პირობების გაუმჯობესებას და საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობას მისცა

„ქვეყნის მთავარსარდლის არჩევნებში ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელთან ერთადაც უფრო დავუახლოვდებით ნატო-ს, უფრო მეტი გაკეთდება სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახების პირობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ლევან იზორიამ.