ლევან იზორია - კეი ბეილი ჰაჩისონთან ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ პერსპექტივებზე, როგორ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ნატო-ში
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატო-ში აშშ-ის ელჩს, კეი ბეილი ჰაჩისონს შეხვდა. იზორიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო ძალიან კონკრეტულ პერსპექტივებზე, როგორ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ნატო-ში.
„ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა იყო აშშ-ის მუდმივმოქმედ წარმომადგენელთან. საუბარი იყო ძალიან კონკრეტულ პერსპექტივებზე, როგორ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ნატო-ში. საუბარი იყო განსაკუთრებით ნატო-ს ღია პოლიტიკის განხორციელების ასპექტზე, რომელიც წელს ჩრდილოეთ მაკედონიას შეეხო, ორი წლის წინ კი, მონტენეგროს. ეს რეალური და კონკრეტული პერსპექტივები იყო მასთან საუბრის დროს განხილული“, – განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.