ლევან იზორია - დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ხალხის ნების გამოხატვით
ლევან იზორია - დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ხალხის ნების გამოხატვით

დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ხალხის ნების გამოხატვით, გვყავს ახალი პრეზიდენტი და მე მას ვუსურვებდი დემოკრატიული ღირებულებებისადმი ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთხელ გაერთიანებას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, დღეს არის მნიშვნლოევანი დღე ქვეყნის კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, რადგან ახალი კონსტიტუცია შევიდა ძალაში.

“ახალი კონსტიტუცია არის ევროპული ტრადიციებისა და ღირებულებების თვალსაჩინო გამოხატულება. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ამ კონსტიტუციის რეალობაში განხორციელება, რაც არამხოლოდ სახელმწიფო უწყებებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს. ჩვენი კონსტიტუციის მთავარი ღირებულებებისადმი გაერთიანებით, ჩვენ მისი განხორციელების საუკეთესო პირობებს უზრუნველვყოფთ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.