ლევან იზორია - 27 სექტემბერი არის რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედია, რომელსაც ჩვენი საერთო ქვეყნის ოკუპაცია მოჰყვა
ლევან იზორია - 27 სექტემბერი არის რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედია, რომელსაც ჩვენი საერთო ქვეყნის ოკუპაცია მოჰყვა

ჩვენი ვალდებულებაა, მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დეოკუპაციისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

„27 სექტემბერი არის რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედია, რომელსაც ჩვენი საერთო ქვეყნის ოკუპაცია მოჰყვა შემდეგში. დღეს ჩვენი ვალდებულებაა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების შენობებზე დაშვებულია დროშები.