ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ ხულიგნობისა და სამართალდამცავების შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით ჯარიმების გაზრდა საჭირო არ იყო
ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ ხულიგნობისა და სამართალდამცავების შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით ჯარიმების გაზრდა საჭირო არ იყო

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ ხულიგნობისა და სამართალდამცავების შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით ჯარიმების გაზრდა საჭირო არ იყო.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, ცვლილებების წინააღმდეგ მხოლოდ ორი ხმა დაფიქსირდა, რომელიც მას და ალეკო ელისაშვილს ეკუთვნოდათ.

„სრულიად ვიზიარებ აშშ-ის საელჩოს პოზიციას, რომ მიღებული ცვლილებები იმ პროცესს არ უწყობს ხელს, რაც საქართველოში მიდის. ვგულისხმობ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოზიციების დაახლოებას და შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში ერთობლივი რეფორმების გატარების შესაძლებლობას. იმას მივაღწიე, რომ იურიდიული კომიტეტი დავითანხმე, რომ ეს არ იყო გონივრული გადაწყვეტილება და 24 საათზე შევთანხმდით. რაც შეეხება დანარჩენს, ჯარიმებისა და საპატიმრო ვადის ქვედა ზღვარის გაზრდას, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვიყავი. საჯარიმო სანქციები შეიძლება მიაჩნიათ ეფექტურ საშუალებად, რათა სამოქალაქო აქტივისტების მიმართ იყოს გამოყენებული უფრო ეფექტურად და ამიტომ ჯარიმების გაზრდა, თორე, პატიმრობის გამოყენება სამოქალაქო აქტივისტების მიმართ აქამდე არ მომხდარა”, – განაცხადა იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი