ლევან იოსელიანი - პარტიები, რომლებისთვისაც პოლიტიკური პლურალიზმი მნიშვნელოვანია, პარლამენტში უნდა შემოვიდნენ
ლევან იოსელიანი - პარტიები, რომლებისთვისაც პოლიტიკური პლურალიზმი მნიშვნელოვანია, პარლამენტში უნდა შემოვიდნენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი არჩევნები დაბალი ბარიერის ფარგლებში ჩატარდეს.

მისივე თქმით, პარტიებმა, რომელთათვის პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრება მნიშვნელოვანია, მემორანდუმს ხელი უნდა მოაწერონ და პარლამენტში შევიდნენ.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი არჩევნები დაბალი ბარიერის ფარგლებში ჩატარდეს. იცით, რომ მემორანდუმში წერია, ეს უნდა იყოს 0-დან 3 პროცენტამდე. ვისთვისაც მნიშვნელოვანი და საინტერესოა ამ ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმი ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს, ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მემორანდუმს ხელი უნდა მოაწერონ და პარლამენტში შემოვიდნენ, რათა მსჯელობა დავიწყოთ – საარჩევნო ბარიერი ბუნებრივი ბარიერი იქნება, ერთი, ორი თუ სამი პროცენტი. დაბალი ბარიერის მომხრე ვარ, იყოს, რადგან თუ შემდეგი არჩევნები ხუთპროცენტიანი ბარიერის პირობებში ჩატარდება, ბევრად უარეს მდგომარეობას მივიღებთ პოლიტიკური კრიზისის თვალსაზრისით, ვიდრე დღეს გვაქვს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.