ლევან იოსელიანი - ვინმე პარლამენტში თუ დაბრუნდება, მხოლოდ მივესალმები, საპარლამენტო ბოიკოტმა ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა
ლევან იოსელიანი - ვინმე პარლამენტში თუ დაბრუნდება, მხოლოდ მივესალმები, საპარლამენტო ბოიკოტმა ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა

ვინმე პარლამენტში თუ დაბრუნდება და საპარლამენტო საქმიანობას დაიწყებს, ამას მხოლოდ მივესალმები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ოსელიანმა საპარლამენტო ბოიკოტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საპარლამენტო ბოიკოტმა ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა.

„ვისურვებდი, რომ ოპოზიციას მეტი კოორდინაცია ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში განსხვავებებია. თუ „ნაციონალური მოძრაობაც“ დაბრუნდება, კარგი იქნება. საპარლამენტო ბოიკოტმა ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა და შედეგზე არ იყო ორიენტირებული. ეს ყველაფერმა გამოაჩინა, რაც დღემდე მოხდა. თუ ბოიკოტში მიდიხარ, ყველა საპარლამენტო სიკეთეზე უარი უნდა თქვა. თუ გინდა, ბოიკოტში უნდა წახვიდე, მაგრამ ხელფასი არ უნდა აიღო, ავტომობილით არ უნდა ისარგებლო. თუ ამ ყველაფრის მოხმარება გინდა, რაც მოქალაქეების ფულით ფინანსდება, მაშინ მანდატით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დატოვე კომენტარი