ლევან იოსელიანი - ვიდრე ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე სააკაშვილი თავად უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა თუ არა ქართულ პოლიტიკაში დარჩენა
ლევან იოსელიანი - ვიდრე ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, მანამდე სააკაშვილი თავად უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა თუ არა ქართულ პოლიტიკაში დარჩენა

მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავად უნდა გააკეთოს განცხადება და გადაწყვიტოს, ქართულ პოლიტიკაში ყოფნა უნდა თუ არა, რადგან მისი განცხადებები და ქმედებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ქართულ პოლიტიკაში დარჩენა.

„მისი ოჯახი ხან ამბობს, რომ ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს, თუმცა, პარალელურად, პარტიულ საქმიანობაში ჩართულია და ხან რომელ ლიდერს ულოცავს გამარჯვებას, ხან რომელს. ვიდრე ევროკავშირი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მანამდე თავად უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა თუ არა ქართულ პოლიტიკაში დარჩენა“, – განაცხადა იოსელიანმა.

პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „პოლონურმა რადიომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთი მზად არის, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს.