ლევან იოსელიანი - ვფიქრობ, სახალხო დამცველი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უნდა იყოს წარდგენილი, რათა ევროკომისიის გეგმას პასუხობდეს
ლევან იოსელიანი - ვფიქრობ, სახალხო დამცველი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უნდა იყოს წარდგენილი, რათა ევროკომისიის გეგმას პასუხობდეს

მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, მას თავისი კანდიდატი არ ეყოლება. ვფიქრობ, სახალხო დამცველი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უნდა იყოს წარდგენილი, რათა ევროკომისიის გეგმას პასუხობდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კრიტერიუმები ცოტა ბუნდოვანია.

„ალბათ, როცა ცვლილებებს დაარეგისტრირებენ და პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას, კრიტერიუმები უფრო გასაგები გახდება, მაგრამ ჩემთვის ორი რამეა მნიშვნელოვანი – პოლიტიკურ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, წარადგინონ კანდიდატი და კანდიდატების წარდგენაზე არ იყოს არანაირი შეზღუდვა. კანდიდატების სიმრავლე იქნება იმის საშუალება, რომ მრავალ ღირსეულ კანდიდატს შორის საუკეთესო კანდიდატები ავარჩიოთ. ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე უნდა იყოს და მასში ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი გამონაკლისის გარეშე. ISFED-თან დაკავშირებით რა პრობლემაც შეიქმნა, დღის წესრიგში აღარ უნდა იყოს და ამ პროცესში უნდა მონაწილეობდეს. არანაირ კითხვას არ უნდა იწვევდეს, ვინ, რატომ არის და რატომ არ არის დაშვებული ამ ჯგუფში“, – განაცხადა იოსელიანმა.