ლევან იოსელიანი - ვადამდელ არჩევნებზე საუბარი აზრს მოკლებულია, არც კრიზისია და არც არაფერი ისეთი, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს
ლევან იოსელიანი - ვადამდელ არჩევნებზე საუბარი აზრს მოკლებულია, არც კრიზისია და არც არაფერი ისეთი, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს

ვადამდელი არჩევნების წინაპირობა რომ არ არის, მგონი, ყველა ვხედავთ. არც კრიზისია და არაფერი ისეთი, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანმა უპასუხა შეკითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო.

ლევან იოსელიანის თქმით, ახლა ვადამდელ არჩევნებზე საუბარი აზრს მოკლებულია.

„ზოგადად, ახლა ვადამდელ არჩევნებზე საუბარი აზრს მოკლებულია. ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ რაღაცის შეპირება და შემდეგ იმედგაცრუება – ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისადმი დაბალ ნდობას იწვევს. ვადამდელი არჩევნების მომხრე ისედაც არ ვარ, მაგრამ არ ვარ მომხრე, რომ ისეთი დაპირებები გასცეს ოპოზიციამ, რომელსაც ვერ შეასრულებს. ჩემი აზრით, ვადამდელი არჩევნები 2024 არ იქნება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.