ლევან იოსელიანი - უკრაინის ელჩის გაწვევა რეპუტაციული თვალსაზრისით, ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო ჩვენი ქვეყნისთვის
ლევან იოსელიანი - უკრაინის ელჩის გაწვევა რეპუტაციული თვალსაზრისით, ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო ჩვენი ქვეყნისთვის

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლას გადააყოლა ქვეყნის ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორ ლევან იოსელიანმა აღნიშნა, უკრაინის ელჩის გაწვევა ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის.

„უკრაინის ელჩის გაწვევა ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო ჩვენი ქვეყნისთვის რეპუტაციული თვალსაზრისით, რადგან ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ კლასს არ დაუმსახურებიათ ასეთი დამოკიდებულება, თუმცა დაიმსახურა ხელისუფლებამ იმ უგუნური განცხადებების გამო, რომელსაც მთელი დღეების მანძილზე აკეთებდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლას გადააყოლა ქვეყნის ინტერესები. მათი რიტორიკა იყო, რამენაირად მოეგოთ ნაციონალებისთვის. ეს დაზიანება იქამდე მივიდა, რომ მოძმე უკრაინამ გაიწვია ელჩი. ამას მოხერხება ხომ უნდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებამ შეძლო. ერთადერთი სწორი გამოსავალია, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კონცენტრაცია დაიწყოს სახელმწიფოებრივ საკითხებზე. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვაზიანებთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.