ლევან იოსელიანი – საქართველო საერთაშორისო პოზიციონერობის თვალსაზრისით, სტრასბურგისა და ჰააგის გადაწყვეტილებებზე დგას, რასაც გაფრთხილება სჭირდება
სტრასბურგისა და ჰააგის გადაწყვეტილებებზე დგას საქართველო საერთაშორისო პოზიციონერობის თვალსაზრისით, რასაც გაფრთხილება სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან იოსელიანმა ათნიშნა, ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა, ყველას მადლობა ეკუთვნის, განსაკუთრებით ქართველ ხალხს და ჰააგის სასამართლოს, რომელმაც ეს შრომა გასწია, საქართველოს სიმართლე არ დაუკარგა
„უცნაურ რამეს ვადევნებთ თვალყურს – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ცდილობენ, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინონ და გააფორმონ. ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა, ყველას მადლობა ეკუთვნის, მაგრამ განსაკუთრებით ქართველ ხალხს და ჰააგის სასამართლოს, რომელმაც ეს შრომა გასწია და საქართველოს სიმართლე არ დაუკარგა. ასეთ დროს ვიწროპარტიული ამბები გვერდით უნდა იყოს გადადებული და შევხედოთ იმას, რა მნიშვნელობის ამბავი მოხდა. თუ ვინმეს ჰქონდა სკეპტიციზმი ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილებამ ეს ეჭვები მოხსნა. სტრასბურგისა და ჰააგის გადაწყვეტილებებზე დგას საქართველო საერთაშორისო პოზიციონერობის თვალსაზრისით, რასაც გაფრთხილება სჭირდება“, – განაცხადა იოსელიანმა.
აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა სამი პირის მიმართ დაკავების ბრძანებები გამოსცა. პროკურორმა დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა შემდეგ პირებზე: მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გამლეტ გუჩმაზოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.