ლევან იოსელიანი - სასამართლო სისტემაში რეფორმებზე „ქართული ოცნების“ წარმოდგენილი დოკუმენტი არის უფრო ინფორმაციული ხასიათის და მაინტერესებს კრიტიკული ნაწილი თუ აქვს
ლევან იოსელიანი - სასამართლო სისტემაში რეფორმებზე „ქართული ოცნების“ წარმოდგენილი დოკუმენტი არის უფრო ინფორმაციული ხასიათის და მაინტერესებს კრიტიკული ნაწილი თუ აქვს

სასამართლო სისტემაში გატარებულ რეფორმებზე „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არის უფრო ინფორმაციული ხასიათის და მაინტერესებს კრიტიკული ნაწილი თუ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, უმრავლესობას უნდა დაუსვას კითხვა, სასამართლოში რას არ ეთანხმებიან.

„სასამართლო სისტემაში გატარებულ რეფორმებზე „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არის უფრო ინფორმაციული ხასიათის, ის არ არის შეფასებითი დოკუმენტი, რადგან ამ დოკუმენტით სასამართლოში ყველაფერი კარგად არის. ამიტომ მაინტერესებს, ამ დოკუმენტს კრიტიკული ნაწილი თუ გააჩნია. უმრავლესობას კითხვა უნდა დავუსვა, სასამართლოში რას არ ეთანხმებიან. ჩემ მიერ მომზადებული დოკუმენტი ბევრ რამეს ითვალისწინებს, დაწყებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმიდან, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ასევე მოსამართლეთა არჩევას. შეთავაზებები მექნება, ვნახოთ, „ქართულ ოცნებას“ მზაობა რაზე ექნება, რომ დაგვეთანხმოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.