ლევან იოსელიანი – საარჩევნო პროექტის პირვანდელ ვერსიაზე ბევრი შენიშვნა მაქვს, მათ შორის გასათვალისწინებელია არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციები
საარჩევნო პროექტის პირვანდელ ვერსიაზე მეც ბევრი შენიშვნა მაქვს. რაღაცები დასახვეწი და შესაცვლელია, მათ შორის გასათვალისწინებელია არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციები, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია, რათა არჩევნები უფრო გამჭვირვალე გახდეს.
„ვიმსჯელებთ ცესკო-ს დაკომპლეტებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, თუ როგორი სანქციები უნდა არსებობდეს. არის რაღაცები, რაც დასაზუსტებელია, რათა არჩევნები უფრო გამჭვირვალე გახდეს. ცესკო-ს დაკომპლექტების ახალი წესი გულისხმობს ცესკოში მთლიანად, პრინციპულად ყველაფრის შეცვლას“, – განაცხადა ლევამ იოსელიანმა.