ლევან იოსელიანი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს სამედიცინო კონსილიუმის ფარგლებში ვაგრძელებთ, ერთი წუთითაც არ მოგვიდუნებია ყურადღება, რაც პატიმრების ჯანმრთელობას შეეხება
ლევან იოსელიანი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს სამედიცინო კონსილიუმის ფარგლებში ვაგრძელებთ, ერთი წუთითაც არ მოგვიდუნებია ყურადღება, რაც პატიმრების ჯანმრთელობას შეეხება

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს სამედიცინო კონსილიუმის ფარგლებში აგრძელებენ.

ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატს პატიმრების ჯანმრთელობის მიმართულებით ყურადღება არ მოუდუნებია.

,,თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე და ვესაუბრე. ჩვენ მისი ჯანმრთელობის მონიტორინგს სამედიცინო კონსილიუმის ფარგლებში ვაგრძელებთ.  მასთან ერთად ვაგრძელებთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე მონიტორინგს. ასე რომ, ერთი წუთითაც არ მოგვიდუნებია ყურადღება ამ მიმართულებით, რაც პატიმრების ჯანმრთელობას შეეხება“, – განაცხადა იოსელიანმა.