ლევან იოსელიანი - სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა, გუშინ მას 16-ჯერ გაცემული ასეთი პირობა დაუთვალეს
ლევან იოსელიანი - სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა, გუშინ მას 16-ჯერ გაცემული ასეთი პირობა დაუთვალეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა და მან ეს პირობა უკვე 16-ჯერ არ შეასრულა.

„მიხეილ სააკაშვილი საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან საქართველოში არ ჩამოვა. გუშინ მას 16-ჯერ გაცემული ასეთი პირობა დაუთვალეს. როცა 16-ჯერ არ ჩამოვიდა, უფლება მაქვს, ვიფიქრო, რომ მე-17-ჯერაც არ ჩამოვა“, – განაცხდა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ „პირადად ჩამოვა ამ არჩევნებზე საქართველოში“.