ლევან იოსელიანი - რუსეთის ბევრი ინიციატივა პირდაპირ მიმართულია საქართველოში შიდა დაპირისპირებაზე, უნდა გვეყოს ჭკუა, ასეთ იაფფასიან გზავნილებს არ ავყვეთ და რძის პროდუქტების გამო არ დავიწყოთ კინკლაობა
ლევან იოსელიანი - რუსეთის ბევრი ინიციატივა პირდაპირ მიმართულია საქართველოში შიდა დაპირისპირებაზე, უნდა გვეყოს ჭკუა, ასეთ იაფფასიან გზავნილებს არ ავყვეთ და რძის პროდუქტების გამო არ დავიწყოთ კინკლაობა

პროდუქტის რუსეთში გატანის სურვილი ვისაც ჰქონდა, განაცხადი 2020 წელს არის გაკეთებული, თუმცა მათ ახლა მისცეს უფლება, რაც შემთხვევითი არაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, იმედი აქვს, ვინც მაშინ სურვილი გამოთქვა, ახლა არ ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით და უკრაინის კონტექსტს გაითვალისწინებენ.

„რუსეთის ბევრი ინიციატივა პირდაპირ მიმართულია საქართველოში შიდა დაპირისპირებასა და საზოგადოების გახლეჩვაზე. რუსეთი ყოველთვის ასე მოქმედებდა და უნდა გვეყოს იმის ჭკუა, გამოცდილება, რომ ასეთ იაფფასიან გზავნილებს არ ავყვეთ და ერთმანეთთან კინკლაობა რძის პროდუქტების გამო არ უნდა დავიწყოთ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.