ლევან იოსელიანი - რიგგარეშე არჩევნების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები ერთადერთ გამოსავლად არ მიმაჩნია
ლევან იოსელიანი - რიგგარეშე არჩევნების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები ერთადერთ გამოსავლად არ მიმაჩნია

ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს თვითმმართველობის არჩევნებზე კარგი შედეგი აჩვენოს და საკრებულოში მეტი დეპუტატი შეიყვანოს, რათა რეალურად, უკეთესი საკრებულო მივიღოთ, სადაც ჩვენი მოქალაქეების პრობლემები ბევრად უფრო ეფექტურად იქნება გადაჭრილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, იცით, რომ განსხვავებული პოზიცია მაქვს – რიგგარეშე არჩევნების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები ერთადერთ გამოსავლად არ მიმაჩნია. თუ არ იქნება რიგგარეშე არჩევნები, ამისთვის თავში ხელს არ შემოვიტყან და არ ვიტყვი, რომ დავიღუპეთ, მაგრამ რეალურად, მთელი ეს პერიოდი დავინახეთ, რომ არჩევნების შემდეგ ვერანაირ რეალურ პრობლემაზე კონცეტრაცია ვერ მოვახდინეთ და ვერ მივიღეთ ვერც ერთი გადაწყვეტილება პარლამენტში, რომელიც მოქალაქეების ცხოვრებას შეამსუბუქებდა და გამოიყვანდა იმ მდგომარეობიდან, რაშიც არიან, საუბარია განათლებაზე, სპეციალურ მდგომარეობაზე. ეს არის პრობლემა და ამის გადაჭრა საკრებულოში ხდება. თუ ამ პრობლემების გადაჭრა საკრებულოში ვერ შევძელით, მაშინ აზრი არ აქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.