ლევან იოსელიანი - „ქართული ოცნება“ ცდილობს, ნაკლები ამომრჩეველი გაატანოს გიორგი გახარიას
ლევან იოსელიანი - „ქართული ოცნება“ ცდილობს, ნაკლები ამომრჩეველი გაატანოს გიორგი გახარიას

ახლა მიმდინარეობს ამომრჩევლისთვის ბრძოლა. არავის უნდა, თავისი ამომრჩეველი დაკარგოს. ამიტომ, არ მიკვირს ის შეფასებები, რომლებიც გიორგი გახარიას მიმართ დღეს გაკეთდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ნაკლები ამომრჩეველი გაატანოს გიორგი გახარიას.

„ადამიანი, რომელიც გუშინ იყო ყველაფრის თავი და გმირი, დღეს აღმოჩნდა მოღალატე. სინამდვილეში, არც მოღალატეობასთან გვაქვს საქმე და არც გმირობასთან. საქმე გვაქვს ამომრჩევლის შენარჩუნებასთან. „ქართული ოცნება“ ცდილობს, ნაკლები ამომრჩეველი გაატანოს გიორგი გახარიას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.