ლევან იოსელიანი - პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს
ლევან იოსელიანი - პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს

პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ დატოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წრმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში ჟურნალისტებს განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი არის მოლაპარაკებების გაგრძელება.

„ვთვლით, რომ პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ დატოვებს სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და მათთვის მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს, რადგან გვგონია, რომ ამ ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი არის მოლაპარაკებების გაგრძელება. დავამტკიცეთ, რომ მოლაპარაკებები ბოლომდე მივიყვანეთ, შეთანხმებას მივაღწიეთ, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი, ეს არის სრულიად ოპოზიციის მონაპოვარი, მათთან ერთად შედგა დოკუმენტი. მგონია, რომ ამ მოლაპარაკებების გაგრძელება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ოცნებას მოვუწოდებ, რომ არ გაუუქმონ ოპოზიციონერებს მანდატები“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.