ლევან იოსელიანი - პარლამენტში ჩვენი ყოფნა გამოაჩენს, რეალურად ვინ არის ოპოზიცია და ვინ მიტმასნილი
ლევან იოსელიანი - პარლამენტში ჩვენი ყოფნა გამოაჩენს, რეალურად ვინ არის ოპოზიცია და ვინ მიტმასნილი

წინასწარ არ მინდა ბრალდებებზე პასუხის გაცემა, გამოაჩენს ჩვენი აქ ყოფნა, რეალურად ვინ არის ოპონენტი, ოპოზიცია და ვინ არის ვინმეზე კრიტიკული თუ მიტმასნილი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამას გამოაჩენს ჩვენი აქ ყოფნა. ყველა მიხვდება, რისთვის ვართ აქ შემოსული. შემოსული ვართ, რათა ქვეყანაში შემდეგი არჩევნები იმდაგვარად ჩატარდეს, რომ კითხვები არჩევნების დღეს არ იყოს და არჩევნების შემდგომი დღე იყოს მშვიდი, არ იყოს ერთმანეთთან დაპირისპირება, ბოიკოტირება და ერთმანეთზე თავდასხმა.

ჩვენს სინდისთან და პოლიტპატიმრებთან ვართ მართლები, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ადამიანები საპატიმროებიდან გათავისუფლებულიყვნენ. გარეთ არის დარჩენილი 51 დეპუტატი და მათ აქვთ რესურსი, მოლაპარაკებები გააგრძელონ და მიაღწიონ დანარჩენ იმას, რასაც ვერ მოვაღწიეთ. საარჩევნო რეფორმის მიმართულებით წამოვიღეთ, რომელიც ამ ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა, რომელიც თანაპარტიელ ალეკო ელისაშვილთან ერთად პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე დასასწრებად მივიდა.