ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება სწორი არ არის, რას ნიშნავს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად უკრაინაში არ წავა, მაშინ პარლამენტში რატომ სხედან
ლევან იოსელიანი - „ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება სწორი არ არის, რას ნიშნავს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად უკრაინაში არ წავა, მაშინ პარლამენტში რატომ სხედან

„ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილება სწორი არ არის, უკრაინაში სასეირნოდ არ მივდივართ, სამძიმარზე მივდივართ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„რას ნიშნავს, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად უკრაინაში არ წავა, მაშინ პარლამენტში რატომ სხედან? თავად ამბობდნენ, რომ ერთობის ჩვენება და უკრაინაში ჩასვლა აუცილებელი იყო და დღეს, როცა ამის საშუალებაა, ამას აღარ აკეთებენ. ეს არის ჩემთვის გაუგებარი. მაგრამ ეს მათი საქმეა და მათი გადაწყვეტილებაა. ალბათ, ამას რატომ აკეთებენ, საკუთარ ამომრჩეველს თავად აუხსნიან. ვერცერთ პარტიაზე გავლენა ვერ მოახდინეს, თბილისში მარტო დარჩნენ“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ იქნებიან.