ლევან იოსელიანი - მოლაპარაკების გაგრძელების ნაწილში, რაც მეტი პარტია დაადგება ალეკო ელისაშვილის გზას, კარგი იქნება
ლევან იოსელიანი - მოლაპარაკების გაგრძელების ნაწილში, რაც მეტი პარტია დაადგება ალეკო ელისაშვილის გზას, კარგი იქნება

მოლაპარაკების გაგრძელების ნაწილში, რაც მეტი პარტია დაადგება ალეკო ელისაშვილის გზას, ეს იქნება მხოლოდ კარგი, რადგან ელისაშვილის გზა გულისხმობს რომ, მოდით, გავაგრძელოთ მოლაპარაკება და დავასრულოთ შეთანხმებით და თუ არ უნდათ ეს, თქვან, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის მანდატს იმ შემთხვევაში დატოვებენ „მოქალაქეების“ წევრები, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება.

„დღეს რომ მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ და ხვალ რომ მოლაპარაკებით დავასრულოთ ეს ყველაფერი, მერე უნდა მივიდე და „ქართულ ოცნებას“ მანდატი ვთხოვო უკან? მე ამას არ გავაკეთებ, მაგათმა გააკეთონ. მანდატს იმ შემთხვევაში დავტოვებთ, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება და არ გვჭირდება გიგი უგულავას მითითება და პერფორმანსები ამისთვის, მივალ და უარს ვიტყვი ჩემს მანდატზე. შეთანხმება თუ არ შედგა ოთხივე პუნქტთან დაკავშირებით მანდატებს დავტოვებთ. მოლაპარაკება გულისხმობს, ჩვენს მიერ შეთავაზებულ ოთხ პუნქტთან რაღაც შეთანხმების მიღწევას. თუ შეთანხმება გაფორმდა და ხელი მოეწერა, ეგ ხალხი ვინც დღეს მანდატებზე უარს ამბობენ, ყველანი წავლენ პარლამენტში. ეგრე დამთავრდება ეგ ამბავი“, – განაცხადა იოსელიანმა.