ლევან იოსელიანი - მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა მოლაპარაკების მაგიდაზე დევს და აღარავინ უარყოფს, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გადასაწყვეტია
ლევან იოსელიანი - მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა მოლაპარაკების მაგიდაზე დევს და აღარავინ უარყოფს, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გადასაწყვეტია

მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა მოლაპარაკების მაგიდაზე დევს და აღარავინ უარყოფს, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გადასაწყვეტია, – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე შეხვედრის შემდგომ გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

„ამ პროცესმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გამოააშკარავა და პრაქტიკულად, ხელისუფლებამ აღიარა, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა, ტყუილი იყო და ამ რეფორმამ არანაირი შედეგი არ გამოიღო.

მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლებლობა მოლაპარაკებათა მაგიდაზე დევს და არავინ აღარ უარყოფს, რომ ეს საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა და გადასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

უნდა დავიწყოთ სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირება, ასევე უნდა დავასრულოთ საქმე, რომელიც დავიწყეთ და ეს ეხება საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.