ლევან იოსელიანი – მანდატებზე უარის თქმა, ვიდრე მოლაპარაკება მიმდინარეობს, პროცესის დამაზიანებელია

01:10, 17.12.2020

ჩვენ გვინდა ვიყოთ თანმიმდევრულები მოლაპარაკების პროცესში. არ მიგვაჩნია სწორად, ვიდრე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ხელი შევუშალოთ ამ პროცესს, რადგან ამოცანას ვხედავთ, რომ რამენაირად გადავარჩინოთ მოლაპარაკების პროცესი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქვეყანას არ სჭირდება გაურკვეველი ვნებათაღელვა გაზაფხულსა თუ შემოდგომაზე“.

„მანდატებზე უარის თქმა, ვიდრე მოლაპარაკება მიმდინარეობს, პროცესის დამაზიანებელია. მოლაპარაკება თუ დასრულდება წარმატებით ხომ კარგი, თუ არადა, როგორც კი იტყვიან ელჩები, რომ მორჩა, ამოიწურა ყველა რესურსი, ჩვენ მერე ჩავხსნით სიებსაც და უარს ვიტყვით მანდატებზეც. ვადამდელი არჩევნები არ არის ერთადერთი მოთხოვნა. არის ოთხი მოთხოვნა და ამ ოთხი მოთხოვნიდან ოთხივე მოთხოვნა არის თანაბრად მნიშვნელოვანი, ამიტომ მოლაპარაკება შეიძლება გაგრძელდეს და შეიძლება საბოლოო ჯამში მივიდეთ კონსესუსამდე, რომ ოთხივე მოთხოვნის მიმართ რაღაც შეთანხმებას მივაღწიოთ, ამის რესურსიც არსებობს. უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და კიდევ ერთხელ ვამბობ არავინ პარლამენტში მარტო შესვლას არ აპირებს. მოლაპარაკების პროცესი გვინდა გადავარჩინოთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება კარგი შეთანხმება. ამ ქვეყანას არ სჭირდება გაურკვეველი ვნებათაღელვა გაზაფხულზე იქნება თუ შემოდგომაზე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი