ლევან იოსელიანი გიგი უგულავაზე - ხელმოცარული პოლიტიკოსებისა და პარტიების განცხადებებზე კომენტარს აღარ ვაკეთებ
ლევან იოსელიანი გიგი უგულავაზე - ხელმოცარული პოლიტიკოსებისა და პარტიების განცხადებებზე კომენტარს აღარ ვაკეთებ

პარტია „მოქალაქეების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ხელმოცარული პოლიტიკოსებისა და პარტიების განცხადებებზე კომენტარს აღარ აკეთებს.

ამის შესახებ ლევან იოსელიანმა არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას „ფეისბუქპოსტზე“ კომენტირებისას აღნიშნა.

„ხელმოცარული პოლიტიკოსებისა და პარტიების განცხადებებზე კომენტარს აღარ ვაკეთებ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა:

„კომისია კომისიას გაიძახიან ქოცები, კინტოები და ევროკინტოები. კი ბატონო! შემოვა ოპოზიცია პარლამენტში და მონაწილეობას მიიღებს კომისიაში.
თქვენს [პოლიტიკურ] დამკრძალავ კომისიაში“, – წერს გიგი უგულავა.