ლევან იოსელიანი - ხელისუფლებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის გათვალისწინება მოუწევს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება
ლევან იოსელიანი - ხელისუფლებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის გათვალისწინება მოუწევს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება

სრულად ვიზიარებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ ვითარების პოლიტიკური განმუხტვის ერთადერთი სწორი გზა არის, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, ქვეყანაში დღის წესრიგი შეიცვლება და მხოლოდ ერთ საკითხზე არ ვიქნებით ორიენტირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის გათვალისწინება მოუწევს.

„სრულად ვიზიარებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას. მიმაჩნია, რომ სააკაშვილის საპროცესო უფლებები უნდა იყოს გარანტირებული. მას უნდა მიეცეს საშუალება, დაესწროს სასამართლო პროცესებს. მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული და სახალხო დამცველის რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული. ვფიქრობ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის გათვალისწინება მოუწევთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ყველა ვთანხმდებით, რომ ამ ვითარების პოლიტიკური განმუხტვის ერთადერთი სწორი გზა არის, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში. ეს გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები შეწყვეტენ შიმშილობას პარლამენტში, პარლამენტის წევრები და მეორე მხრივ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება. ზოგადად ამ ქვეყანაში დღის წესრიგი შეიცვლება და მხოლოდ ერთ საკითხზე ორიენტირებული არ ვიქნებით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მიესალმებიან სახალხო დამცველის მიერ სამედიცინო ჯგუფის შექმნას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად, ასევე მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.