ლევან იოსელიანი - ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და ოპოზიციამ გაიაზროს, რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა  
ლევან იოსელიანი - ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და ოპოზიციამ გაიაზროს, რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა  

ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და ოპოზიციამ გაიაზროს, რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმება თუ შედგება, ეს ქვეყანაში სიტუაციას დაამშვიდებს.

ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა  და რა პროცესებს დაუდო სათავე იმ უპასუხისმგებლობამ, რაც საბოლოო ჯამში, „ქართულმა ოცნებამ“ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნით გამოიჩინა.

ვფიქრობ, ალტერნატივა არ აქვს მოლაპარაკებას. ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგი არ ვართ, თუ შეთანხმება შედგება. ეს ქვეყანაში სიტუაციას დაამშვიდებს, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ მთავარია, როგორ ჩატარდება. არჩევნებს ნდობა თუ არ ექნება, საარჩევნო რეფორმას ბოლომდე თუ არ მივიყვანთ, მაშინ აზრი არ ექნება არც ერთ არჩევნებს. არჩევნები უნდა იყოს სანდო და მოქალაქეებმა არჩევნების გაყალბებასა და ხმების დაკარგვაზე არ უნდა იდარდონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.