ლევან იოსელიანი - კარგი იქნება, მოსამართლეთა კონფერენცია თუ გადაიდება და დაელოდება დაანონსებული რეფორმის დაწყებას
ლევან იოსელიანი - კარგი იქნება, მოსამართლეთა კონფერენცია თუ გადაიდება და დაელოდება დაანონსებული რეფორმის დაწყებას

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, კარგი იქნება, მოსამართლეთა კონფერენცია თუ გადაიდება და დაელოდება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმის განხორციელებას.

„კარგი იქნება, მოსამართლეთა კონფერენცია თუ გადაიდება და დაელოდება დაანონსებული რეფორმის დაწყებას, რომელიც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებით. იქ წერია, რომ სასამართლოში უნდა ჩატარდეს ამბიციური რეფორმა, ფუნდამენტური ძვრები უნდა მოხდეს ამ შეთანხმების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, წინასწარ ვიღაცების დანიშვნა და გამწესება ამ ყველაფერთან მიმართებაში არალოგიკურია“, – განაცხადა იოსელიანმა.

26 მაისი მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, სადაც უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე უნდა აირჩიონ. ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესის შეჩერებას ითხოვენ. განცხადებები ამასთან დაკავშირებით გააკეთეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმა. ამასთან, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საჭიროა დაპაუზება. საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი კი იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანიშვნის პროცედურებს გადაავადებს.