ლევან იოსელიანი - ევროკავშირიდან ჩვენი მეგობრების განცხადებები ყველასთვის ნათელი გზავნილია, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დებატები უნდა დასრულდეს
ლევან იოსელიანი - ევროკავშირიდან ჩვენი მეგობრების განცხადებები ყველასთვის ნათელი გზავნილია, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დებატები უნდა დასრულდეს

ევროკავშირიდან ჩვენი მეგობრების განცხადებები ყველასთვის ნათელი გზავნილია, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დებატები უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დებატებმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის.

„ევროკავშირიდან ჩვენი მეგობრების განცხადებები ყველასთვის ნათელი გზავნილია, რომ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებული დებატები უნდა დასრულდეს და ამ ყველაფერმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. სწორედ ამ შედეგით უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები. ვისაც ესმის საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის პერსპექტივა, ალბათ მისთვის ნათელია, რომ არც ერთი მხარისთვის სხვა გამოსავალი არ არის.

კონსენსუსი სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირების საკითხზე უნდა შედგეს, ასევე იმ სხვა საკითხებზე, რომელიც დოკუმენტშია ასახული. ვადამდელი არჩევნები წითელი ხაზი აღარ უნდა იყოს“, – განაცხადა იოსელიანმა.