ლევან იოსელიანი – დღეს, როდესაც ოპოზიციასთან შეხვედრაზე ვიყავი, ჩემი კოლეგების განწყობა ბევრად უფრო კონსტრუქციული მომეჩვენა, ვიდრე აქამდე იყო, მხარეებმა რიტორიკა უნდა შეცვალონ

00:23, 16.03.2021

მოლაპარაკებების მაგიდაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დევს, ესაა სასამართლოს შესაძლო რეფორმირების საკითხი და მიმაჩნია, რომ ეს ის საკითხია, რომელზე უარის თქმაც ვადამდელი არჩევნების გამო არ არის სწორი. ესაა საკითხი, რომელიც წლების მანძილზე ვერ გადაწყდა და დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ამ საკითხის გადაწყვეტა დავიწყოთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მხარეებმა რიტორიკა უნდა შეცვალონ, რომ მოლაპარაკება შედგეს.

„იქ არის სხვა საკითხებიც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ზოგადად, ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარება არის გამოსავალი და არა ერთჯერადად რაღაცის მოპოვება, ეს ქვეყანას კრიზისიდან ვერ იხსნის, ეს იქნება ერთჯერადი გამოსავალი, გავა დრო და კრიზისი ისევ მოვა. მიმაჩნია, რომ მხარეებმა რიტორიკა უნდა შეცვალონ, თუ უნდათ რამეს მიაღწიონ. დღეს, როდესაც ოპოზიციასთან შეხვედრაზე ვიყავი, ჩემი კოლეგების განწყობა ბევრად უფრო კონსტრუქციული მომეჩვენა, ვიდრე ეს აქამდე იყო. იმედი მაქვს, ხელისუფლება თავის წილ პასუხისმგებლობას გაიაზრებს და შეცვლის რიტორიკასაც, სამოქმედო გეგმასაც და საბოლოო ჯამში შეთანხმებით დაამთავრებს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მსგავსი