ლევან იოსელიანი - დღეს ჩვენ ხელში გვიჭირავს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, ყველას მოვუწოდებ, გააგრძელონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ დანარჩენ საკითხებს
ლევან იოსელიანი - დღეს ჩვენ ხელში გვიჭირავს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, ყველას მოვუწოდებ, გააგრძელონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ დანარჩენ საკითხებს

დღეს ხელში გვიჭირავს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, ოთხი ადამიანი არის გარეთ და ეს ყველაფერი არის მოლაპარაკებების დამსახურება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, პარტია „მოქალაქეებმა“ დამოუკიდებლად დაიწყო შეხვედრები მმართველ პარტიასთან.

„ჩვენ იცით, რომ დამოუკიდებლად დავიწყეთ შეხვედრები, რადგან ვერ შევძელით მათთან საბოლოოდ მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმება. უბრალოდ ყველას მოვუწოდებ, გააგრძელონ კომუნიკაცია, რადგან შესაძლებელია მოლაპარაკებების ფარგლებში გადაიჭრას საკითხები. გიორგი რურუაზე და სხვა პოლიტპატიმრებზე იცით, რომ ძალ-ღონე არ დაგვიკლია არასოდეს, ყველა შეხვედრაზე ამას ვაყენებდით. დღეს ამ საკითხზე მოვისმინეთ, რომ ამ საკითხზე საერთოდ განაცხადეს უარი. ერთ რამეს გეტყვით, რომ დღეს ხელში გვიჭირავს საარჩევნო სისტემის რეფორმა. დღეს ხელში გვიჭირავს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, ოთხი ადამიანი არის გარეთ და ეს ყველაფერი არის მოლაპარაკებების დამსახურება. ყველას მოვუწოდებ, რომ გააგრძელონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ დანარჩენ ყველა საკითხს“, – განაცხადა იოსელიანმა.