ლევან იოსელიანი - დავით გარეჯის საქმე წინასაარჩევნოდ იყო დაწყებული, რაშიც ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება
ლევან იოსელიანი - დავით გარეჯის საქმე წინასაარჩევნოდ იყო დაწყებული, რაშიც ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება

დავით გარეჯის საქმე თავიდანვე რომ წინასაარჩევნოდ იყო დაწყებული, მგონია, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ გაუკვირდება, თუ აღნიშნულ საქმეში პოლიტიკური შემადგენელი იქნება.

ამასთან, იოსელიანი დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენს საშუალება აქვს, საქმეს შინაარსობრივად გაეცნოს.

„ეს საქმე არა მარტო შინაარსობრივად იყო დაწყებული, არამედ რაც ვნახე, ამას ერთ-ერთი ტელეარხი იყენებდა კიდეც, როგორც პროპაგანდის საშუალებას. არ გამიკვირდება, რომ ამ საქმეში პოლიტიკური შემადგენელი ძალიან დიდი იყოს. თუმცა საქმეს არ ვიცნობ და არსებითად საქმეზე ლაპარაკი გამიჭირდება, თუ რა მტკიცებულებები არის და არ არის. სახალხო დამცველს საშუალება აქვს, ამ საქმეს შინაარსობრივად გაეცნოს“, –  განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ დავით გარეჯის საქმეს აშკარად აქვს პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის.