ლევან იოსელიანი – დავამტკიცეთ, რომ არ არსებობს პოლიტიკური ჯგუფი, ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ჩვენზე გავლენა მოახდინოს და რისიც არ გვჯერა, ის გაგვაკეთებინოს
მინდა, ქალბატონ თეა წულუკიანს და ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს გამოვეხმაურო, რომლებმაც რატომღაც კიდევ ხაზი გაუსვეს, რომ თურმე შესაძლებელია, ჩვენ ვიღაცის გავლენით რაღაცა შემოვიყოლეთ აქ. მე მგონი, თუ რამე დავამტკიცეთ ამ დროის განამვლობაში, დავამტკიცეთ ყველაზე მთავარი, რომ არ არსებობს ძალა, არ არსებობს ადამიანი, პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც შეუძლია, ჩვენზე გავლენა მოახდინოს და გაგვაკეთებინოს ის, რისიც მართლა არ გვჯერა, რაც არ მიგვაჩნია ამ ქვეყნისთვის უკეთესად, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა.
ამასთან, სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხზე საუბრისას ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ მიესალმება „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას, რადგან ამით ოპოზიციასთან კონსულტაციისთვის მათ სივრცე დატოვეს.
„ქალბატონო თეა, თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს. კარგი იქნება, თუ თქვენს ნომერს გამოაცხადებთ და მოისმენთ იმ ადამიანების სატკივარს, წუხილს, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ვინც იმისთვის უყურებს დღეს ეკრანს, რომ მათ პრობლემებზე, სიღარიბეზე იქნება საუბარი. კარგი იქნება, თუ თქვენს ნომერს მართლა გამოაცხადებთ. თუ ამაზე მიდის შეჯიბრი, ალეკომ თავისი ნომერი დადო, გვარამიას ნომერი უკვე ყველას აქვს, თეა წულუკიანის ნომერიც თუ ექნებათ, იქნება მხოლოდ კარგი.
დაბოლოს, მინდოდა ამ დარბაზში მომეწოდებინა გადაწყვტეტილებისგან თავის შეკავების თაობაზე, რომელიც გამოტანილი არის, უფლებამოსილები შეწყვეტას ვგულისხმობ. თუმცა ის, რა გადაწყვეტილებაც მიიღეთ, ეს არის მხოლოდ კარგი და არასოდეს არ ვიტყვი, რაც არის სწორი, ვისი პირიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, მარტო იმიტომ, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება მაქვს, ეს გადაწყვეტილება რაღაცნაირად არ პასუხობს რეალობას. სწორია, რომ არ შეუწყვიტოთ მანდატები ოპოზიციას. სწორია, რომ დატოვოთ სივრცე კონსულტაციისთვის და სწორია, რომ საბოლოო ჯამში, ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი იყოს აქ, ამ დარბაზში და ვსაუბრობდეთ ხალხზე, ვსაუბრობდეთ მათ პრობლემებზე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.