ლევან იოსელიანი - ჩვენც არ შევდივართ პარლამენტში და ამაზე კითხვის ნიშნებიც არ არსებობს
ლევან იოსელიანი - ჩვენც არ შევდივართ პარლამენტში და ამაზე კითხვის ნიშნებიც არ არსებობს

სწორია, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება და არ შედიან ამ გაყალბებულ პარლამენტში, შესაბამისად, ჩვენც არ შევდივართ და ამაზე კითხვის ნიშნებიც არ არსებობს, – ამის შესახებ „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი, სადაც არ არსებობს ოპოზიცია, არ არის ლეგიტიმური.

„ჩვენ არჩევნების დასრულებისთანავე მოვუწოდეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. სწორია, რომ ყველა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება და არ შედიან ამ გაყალბებულ პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენც არ შევდივართ და ამაზე კითხვის ნიშნებიც არ არსებობს. აქციის სულისკვეთებას ვიზიარებთ და სწორია, რომ ხალხი ითხოვს იმ მოპარული ხმების და მანდატების დაბრუნებას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა და ჩაიდინა არჩევნებში.

მთავარი არის პოლიტიკური კონტექსტი და ამ თვალსაზრისით ვერ იქნება ლეგიტიმური, რადგან პარლამენტი, სადაც არ არსებობს ოპოზიცია, არ არის ლეგიტიმური. ეს არის მაშინ ერთი კაცის თეატრი და ამ თეატრის მონაწილეები ისხდებიან იქ“,- აღნიშნა იოსელიანმა.