ლევან იოსელიანი – ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის

13:56, 05.10.2021

ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროცესები სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა იყოს, კითხვები არ უნდა დატოვოს.

„ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, რადგან საქმეები, რაზეც მას მისჯილი აქვს, ის საქმეებია, რომელსაც ვაპროტესტებდით და რის გამოც დამნაშავეების დასჯას ვითხოვდით. იმ ადამიანებზე უფრო მეტს აღარ ვილაპარაკებ, ვინც ახლა საპყრობილეშია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი