ლევან იოსელიანი - არ გამოვრიცხავთ, რომ ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცეს
ლევან იოსელიანი - არ გამოვრიცხავთ, რომ ოპოზიციას შარლ მიშელთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცეს

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ გამორიცხული არაა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის საქართველოში მორიგი ვიზიტისას, ოპოზიციას მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცეს.

მისივე თქმით, აპირებს, მიშელთან შეხვედრის შემთხვევაში, მასთან სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბროს.

„ჯერ არ არის დაზუსტებული, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ოპოზიციას მოგვეცეს შესაძლებლობა, შევხვდეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.

მე პირადად, ვაპირებ, ვისაუბრო სასამართლოს ნაწილზე, რაშიც ჩართული ვიყავი და ასევე ამ რეფორმის შეუსრულებელ ნაწილზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ამის შესაძლებლობა მოგვეცემა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს მორიგი ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ვიზიტი სავარუდოდ, 19 ივლისისთვის არის დაგეგმილი.