ლევან იოსელიანი - ამნისტიის კანონპროექტი დამატებითი დაპირისპირების საგანი არ უნდა გახდეს, კარგი იქნება, თუ საერთო ფორმულირებამდე მივალთ
ლევან იოსელიანი - ამნისტიის კანონპროექტი დამატებითი დაპირისპირების საგანი არ უნდა გახდეს, კარგი იქნება, თუ საერთო ფორმულირებამდე მივალთ

ამნისტიის კანონპროექტი დამატებითი დაპირისპირების საგანი არ უნდა გახდეს. საერთო ფორმულირებამდე თუ მივალთ, კარგი იქნება, თუ არადა, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ ცალ-ცალკე კანონპროექტით სიარული საწინააღმდეგოა იმ სულისკვეთების, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია ასახული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა „ამნისტიის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

იოსელიანი იმედოვნებს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსენსუსი მიიღწევა.

„ამნისტიის კანონზე თუ ვერ ვთანხმდებით, იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ მოძრაობა წინ გავაგრძელოთ. ამნისტიის კანონპროექტი დამატებითი დაპირისპირების საგანი არ უნდა გახდეს. თუ საერთო ფორმულირებამდე მივალთ, კარგი იქნება, თუ არადა, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიერ ცალ-ცალკე კანონპროექტით სიარული საწინააღმდეგოა იმ სულისკვეთების, რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია ასახული. რეალურად, ხომ ნიკა მელიას გამო მოხდა მისი ასახვა? ფაქტია, ეს ამნისტია ერთ ადამიანს ვერ შეეხება და სხვა პირები შემოდიან ორივე მხრიდან, ამან გაართულა კონსენსუსის მიღწევა, თუმცა მგონია, საერთო ფორმულირებამდე მივიდეთ, რადგან  პროექტებს შორის დრამატული განსხვავება არ არის. თუ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა, კარგია და თუ არადა, მათი არჩევანი იქნება. პოლიტპატიმრობას არ განსაზღვრავს, გირაოს ვინ იხდის, მნიშვნელოვანია, საქმე როგორ არის მის წინააღმდეგ აღძრული. 20 ივნისის საქმეები კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან საკმარისი მტკიცებულებები არ არის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.