ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ყველას აქვს უფლება, პროტესტი კანონის ფარგლებში გამოხატოს
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ყველას აქვს უფლება, პროტესტი კანონის ფარგლებში გამოხატოს

ოპოზიციონერ დეპუტატ ლევან იოსელიანის განცხადებით, ნიკა მელიას დაპატიმრებამ მოლაპარაკებების პროცესი გაართულა, თუმცა დიალოგისთვის რესურსი კვლავაც არსებობს.

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, მელიას პატიმრობას ვგულისხმობ, უფრო გაართულა მოლაპარაკებების გაგრძელება. საბოლოო ჯამში, გარკვეული თვალსაზრისით, ჩიხშიც შეიყვანა, მაგრამ მოლაპარაკების რესურსი არსებობს“, – განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებაზე საუბრისას იოსელიანმა აღნიშნა, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს არც ერთი ქმედება, რომელიც კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება.

„ყველას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება იმ ფორმით, რაც კანონით დაშვებულია. შესაბამისად, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს არც ერთ ისეთ ქმედებაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ოპოზიციამ 26 თებერვლის აქციაზე განაცხადა, რომ 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას დაიწყებენ. მათი ინფორმაციით, აქციები იგეგმება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან. ოპოზიციამ პიკეტი ხვალ დილით, პარლამენტის შენობასთან უკვე დააანონსა.

 

დატოვე კომენტარი