ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების შესვლა უახლოეს დღეებში არის დაგეგმილი
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების შესვლა უახლოეს დღეებში არის დაგეგმილი

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან უახლოეს დღეებში შევლენ.

როგორც ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მხრიდან ამ პროცესს არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს.

„ჩემი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა ამ პროცესს არ ექმნება და ვერ შეექმნება, რადგან კონსილიუმი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა სიშირით და როდის შევა. ფორმალური ნაწილი, რაც დაკავშირებულია ჩემი მხრიდან საბუთებთან, დიდი ხანია, მოგვარებულია, ხელმოწერილია რწმუნებები. რაც შეეხება, როდის შევლენ, ჩემი ინფორმაციით, ვიზიტი დაგეგმილია დღეს, ისინი თავადვე თავს იკავებენ დეტალებზე საუბრისგან და მეც არ ვისაუბრებ, მაგრამ უახლოეს დღეებში ეს ვიზიტი შედგება“, – განაცხადა იოსელიანმა.

კითხვაზე, პოლონელი ექიმები ვერ ახერხებენ მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, ლევან იოსელიანმა აღნიშნა: „ეს არ არის სახალხო დამცველის გადასაწყვეტი, ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი. ნებისმიერი ექიმი, ამაზე განცხადება გააკეთეს ხელისუფლები წევრებმაც, რომელსაც აინტერესებს მისი მდგომარეობა, უნდა მივიდეს და ნახოს“.