ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას, მათ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას, მათ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას საარჩევნო და სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით საკითხები დააყენა.

მისივე თქმით, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო, თუ როგორ წარმოუდგენია სასამართლო რეფორმის განხორციელება.

„შეხვედრა ორი საკითხი დავაყენე, რომელიც საარჩევნო და სასამართლო რეფორმას ეხებოდა. ორივე საკითხზე მივაწოდე ინფორმაცია. მოვუყევი განვლილი გზა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და გავაცანი, როგორ წარმომიდგენია სასამართლო რეფორმის განხორციელება. ვუთხარი, რომ ეს არ იქნება მარტივი, რადგან ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას ამ საკითხზე. ეს ისეთი შემხვედრი არ არის, როგორიც იყო საარჩევნო რეფორმის შემთხვევაში. ამიტომ მათ ავუხსენი, რომ იქნება რთული. შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია ჟან მონეს დიალოგი, სადაც ვფიქრობ, რომ ეს საკითხი შეიძლება იყოს დიალოგის ნაწილი. მათი მხრიდან რაიმე კომენტარი არ ყოფილა. ისინი, როგორც წესი, საბოლოო ჯამში ასახავენ ანგარიშში ამას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.