ლევან გოგიჩაიშვილი - ვფიქრობ, პრეზიდენტმა მოსამართლეებზე ძალიან სწორად ისაუბრა
ლევან გოგიჩაიშვილი - ვფიქრობ, პრეზიდენტმა მოსამართლეებზე ძალიან სწორად ისაუბრა

ვფიქრობ, პრეზიდენტმა მოსამართლეებზე ძალიან სწორად ისაუბრა, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას აღნიშნა.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

„მე ასე გავიგე, რომ უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული ფორმა და ის ფორმულა, რომ „ადრე ცუდები იყვნენ და ახლა კარგები არიან“ – პრეზიდენტისთვისაც მიუღებელია. როდესაც საუბრობს, რომ უზენაეს სასამართლოში უნდა მოხვდნენ მაღალი რეპუტაციის მქონე მოსამართლეები, ბუნებრივია, აქ არ გულისხმობს ჩინჩალაძეს და ძველი ცუდი საქმეების მკეთებლებს. პრეზიდენტმა ზუსტად ის პოზიცია დაიკავა, რა პოზიციაც აქვს მოსახლეობის უმრავლესობას, გარდა ჩინჩალაძის მომხრეებისა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხში მთავარი მამოძრავებელი პრინციპი არის სასამართლოს მიმართ ნდობის გამყარება და გაძლიერება. „მოსამართლეებს შევახსენებ, პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ, მათგან პოლიტიკური განცხადებები მიუღებელია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.