ლევან გოგიჩაიშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია ქართული მართლმსაჯულებისთვის უბედურებაა
ლევან გოგიჩაიშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია ქართული მართლმსაჯულებისთვის უბედურებაა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, რომელიც მომზადებულია, არის უბედურება ქართული მართლმსაჯულებისთვის, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

„ამ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არის ადეიშვილის კოლბაში გამოყვანილი მოძალადე, ჯალათი მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმთან ერთად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებდნენ ადამიანებს, უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს უმართლებდნენ ხელისუფლებას, უდანაშაულო ადამიანებს ციხეში ამწესებდნენ. თამარ ალანია გვირგვანია ამ ყველაზე დიდი ბოროტების“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, სამარცხვინო პროცესი მიმდინარეობს.

„მინდა, ვკითხო თეა წულუკიანს, ეს არის მისი 7-წლიანი მინისტრობის შედეგი, რომ ადეიშვილის მოსამართლეები უნდა ავირჩიოთ უვადოდ? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ფასი გადაიხადოს ბიძინა ივანიშვილმა. მას უნდა ეტკინოს ყველაზე მეტად ეს პროცესი. არის სამარცხვინო, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. ამ ადამიანების სასამართლოში შესვლა დაგვირგვინება იქნება ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, ვინც აღნიშნულ სიას მხარს დაუჭერს, მხარს დაუჭერს „კორუფციას, სიბნელეს, ავტორიტარიზმს, კლეპროკრატიას, სინდიკატს და ბობოლებს“.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ფასი გადაიხადოს“, – აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი გუშინ კენჭისყრის შედეგად შეარჩია.