ლევან გოგიჩაიშვილი - უმრავლესობის წევრებს თუ იოტისოდენა საღი აზრი შერჩენიათ, გუშინდელ ინციდენტს ეკა ბესელიასთან მიმართებაში არანაირი სამართლებრივი გაგრძელება არ უნდა ქონდეს
ლევან გოგიჩაიშვილი - უმრავლესობის წევრებს თუ იოტისოდენა საღი აზრი შერჩენიათ, გუშინდელ ინციდენტს ეკა ბესელიასთან მიმართებაში არანაირი სამართლებრივი გაგრძელება არ უნდა ქონდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს თუ იოტისოდენა საღი აზრი შერჩენიათ, იურიდიულ კომიტეტში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეკა ბესელიასთან მიმართებაში არანაირი სამართლებრივი გაგრძელება არ უნდა ქონდეს, – ამის შესახებ ჟურნალსიტებს დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, „ოცნების“ წევრები არ უდნა აყვნენ იურიდიული კომიტეტის ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკას.

„თუ ვთქვათ, „ქართული ოცნება“ წავა სიღრმეებში და აიტაცებს გუშინდელი ორი კოლეგის აზრს, რომ ბესელიამ უნდა დათმოს მანდატი, ამისთვის ირინა ფრუიძის ეთიკის კომისია უნდა იყოს მექანიზმად გამოყენებული. თუ ვინმეს უნდა, საკუთარი ხელით „თავი მოიჭრას“, კი ბატონო, მოიჭრან თავი და შერცხვნენ საზოგადიების წინაშე“, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ეკა ბესელიას საქციელს სამართლებრივი გაგრძელება უნდა მოჰყვეს. დავით მათიკაშვილის აზრით კი, ბესელიამ დეპუტატის მანდატი უნდა დატოვოს.