ლევან გოგიჩაიშვილი - შვიდი წლის თავზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს რომ ემალები, სასაცილო და არასერიოზულია
ლევან გოგიჩაიშვილი - შვიდი წლის თავზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს რომ ემალები, სასაცილო და არასერიოზულია

შვიდი წლის თავზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს რომ ემალები, სასაცილო და არასერიოზულია, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან უხერხულია, რა თქმა უნდა. მე მესმის, რომ გამოხატვის თავისუფლება არსებობს და არ შეიძლება ყველას მოსწონდე. მაგრამ შენ თვითონ ხომ უნდა გრძნობდე, რომ მოდიხარ, როგორ მოდიხარ – მოდიხარ ჩვეულებრივად ადამიანებში, თუნდაც არ მოსწონხარ, თუ ემალები ადამიანებს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი ამ გადაწყვეტილებით. მე ვთქვი კიდევაც სესიაზე. „ნაციონალური მოძრაობაც“ ხომ დგას აქ. შვიდი წლის თავზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს რომ ემალები, სასაცილო და არასერიოზულია“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დატოვე კომენტარი