ლევან გოგიჩაიშვილი - საკუთარი კაბინეტიდან ხელის ქნევის ნაცვლად პრემიერს შეუძლია, მობრძანდეს და გამართოს კონსულტაციები ფრაქციებთან
ლევან გოგიჩაიშვილი - საკუთარი კაბინეტიდან ხელის ქნევის ნაცვლად პრემიერს შეუძლია, მობრძანდეს და გამართოს კონსულტაციები ფრაქციებთან

ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესია, როდესაც პრემიერი, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა მნიშვნელოვან საკითხებზე, დადის ხოლმე პარლამენტში და ფრაქციებსა და პარლამენტის წევრებს ესაუბრება გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით და პრემიერს მოუწოდა, საკუთარი კაბინეტიდან მუქარის ნაცვლად პარლამენტში მივიდეს.

„არ ვეთანხმები პრემიერს, როცა ასე რადიკალურად აყენებს საკითხს. ვფიქრობ, საკუთარი კაბინეტიდან ხელის ქნევას, შეუძლია მობრძანდეს და გამართოს კონსულტაციები ფრაქციებთან. ეს არის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესი, როდესაც პრემიერი, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა მნიშვნელოვან საკითხებზე, თუნდაც ჰყოფნიდეს საკუთარი გუნდის წევრების ხმები, დადის ხოლმე პარლამენტში და ფრაქციებსა და პარლამენტის წევრებს ესაუბრება გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე.

ვფიქრობ, მისი მხრიდან არის არაეთიკური საქციელი. ამ ბაქიბუქს, ხელების ქნევას საკუთარი კაბინეტიდან და მუქარას, რომ მედიით მკაცრად დაველაპარაკებიო, შეუძლია, მობრძანდეს და გავიაროთ კონსულტაციები, მაგრამ ის კანონპროექტი რომელიც შემოჰქონდა პრემიერს, არის დიქტატურის კანონპროექტი. როგორც ჩანს, მას სისტემები კარგად არ ესმის, მას ესმის ერთი ადამიანის მსახურება მხოლოდ, რომლის მსახურების გამო გააჩნია ეს თანამდებობა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რაც საჭიროა.

„გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი, რაღაცა პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, – განაცხადა დღეს პრემიერმა.

დატოვე კომენტარი